წესი–ურავის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ წესი–ურავის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. 30 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად აღნიშნული მონაკვეთი რამდენიმე საათით ჩაიკეტა, თუმცა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გზა აღდგა და ამ ეტაპზე, მცირე შეფერხებების მიუხედავად, გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის. ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და პერიოდულად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

Visited 162 times, 1 visit(s) today