წესი-ურავის საავტომობილო გზა გახსნილია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წესი-ურავის საავტომობილო გზა გახსნილია და გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა მეწყრულმა პროცესებმა წესი- ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოშლა გამოიწვია, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამ ეტაპისთვის გზა გახსნილია.

Visited 209 times, 1 visit(s) today