წესი–ურავის საავტომობილო გზა გარკვეული დროით ჩაიკეტა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, წესი–ურავის საავტომობილო გზა გარკვეული დროით ჩაიკეტა. რამდენიმე საათი შეზღუდული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე იმყოფებოდნენ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მობილიზებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა და სამსახურები. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი რამდენიმე საათში აღდგა და ამ ეტაპზე წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Visited 181 times, 1 visit(s) today