წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდის დაზიანებულ სავალ ნაწილზე აღინიშნებოდა ჯდენები და ორმოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა.
სატრასპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ხიდზე დაიწყო პრევენციული ღონიძიებების განხორციელება. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს და 10 დღის განმავლობაში დასრულდება.
ამ ეტაპზე, წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება, რის გამოც პერიოდულად იქმნება საცობი.
სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ მგაზვრებს შეუძლიათ ისარგებლონ ალტერნატიული მიმართულებით, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის გავლით.

Visited 164 times, 1 visit(s) today