წონიარისის ახლადგარემონტებული ,,ბაგა-ბღი” გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წონიარისის ახლადგარემონტებული საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, გაერთიანების ხელმძღვანელთან აიშე თებიძესთან ერთად გახსნა. ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი, სადაც 2-4 წლამდე ბაგის ჯგუფში 21 აღსაზრდელი, ხოლო 4-6 წლამდე 29 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. კაპიტალურად გარემონტდა ბაღის გარე და შიდა ფასადი, მოეწყო სველი წერტილიები, სამზარეულო, კომფორტულად მოეწყო საძინებლები და სათამაშო ოთახები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 200 ლარი გამოიყო. სარემოპნტო სამუშაოებს ასრულებდა ინდ. მეწარმე ავთანდილ სანიკიძე. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილია ეზოს კეთილმოწყობა, რომელიც მიმდინარე წლის 4 დეკემბერს დასრულდება.

Visited 175 times, 1 visit(s) today