წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 9 მოქალაქე გადაარჩინეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 9 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.
მაშველებმა ურეკში, ოპერატიული რეაგირების შედეგად, ზღვიდან 4 პირი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.
წარმატებით დასრულდა სამაშველო ოპერაცია ბათუმში, სადაც წყალზე მაშველებმა უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე გადაარჩინეს.
მაშველებმა ზღვიდან ნაპირზე, ასევე, უვნებლად გამოიყვანეს: ქობულეთში – 2, ფოთში –1 და ანაკლიაშიც – 1 მოქალაქე.
ურეკის სანაპირო ზოლზე დაკარგული 2 ბავშვი შსს-ს მაშველებმა მშობლებს დაუბრუნეს.

Visited 165 times, 1 visit(s) today