წყალმომარაგების კომპანიამ 2020 წელი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითრების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მოადგილეებთან ერთად და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წყალმომარაგების სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის დარგის სპეციალისტები დააჯილდოვეს და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. ამ დღესთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ დონორ ორგანიზაციებს და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს კომპანიამ საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართევლოს მთავრობის ფინანსური მხარადჭერით, სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. 2012-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 1 მილიარდ 457 მილიონი ლარი გამოიყო, 48 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი. პანდემიის მიუხედავად წყალმომარაგების კომპანიამ 2020 წელი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითრების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. 2020 წელს განახორციელდა და დასრულდა 443 მლნ ლარის 37 საინვესტიციო პროექტი. მათ შორის: ქუთაისის, ჭიათურისა და ზუგდიდის სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა, ზუგდიდის წყალარინების ქსელების მშენებლობა და ურეკის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. 2020 წელს მნიშვნელოვანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები დაიწყო ტურისტულ დასახლებებში: მათ შორის, ბაკურიანში, გუდაურში, აბასთუმანში, წყალტუბოსა და ბახმაროში. 2021 წელს რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პროექტებში 349 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 150 დასახლებაში მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით 360 ათას ადამიანს ექნება გაუმჯობესებული წყალმომარაგება, მათ შორის 220 ათას ადამიანი პირველად ისარგებლებს ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით. 2021-2025წლებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითრების საინვესტიციო პროექტებში 2.5 მლრდ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება.

Visited 90 times, 1 visit(s) today