წყალმომარეგების სისტემის რეაბილიტაცია მარნეულში დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქ. მარნეულში, რამდენიმე ქუჩის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სმპ-ს დასახლებაში, სადაც ათეულობით აბონენტი წყალს საერთო ონკანიდან იღებდა, მოეწყო სრულიად ახალი ქსელი და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, დასახლებაში მცხოვრები 48 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სარგებლობს. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები,ასევე, ჩატარდა ქობულეთის ქუჩაზე და ნარიმანოვის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე (სადაც წყლის ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა). პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ დასახლებებში პრობლემა მოგვარდა და 1000-მდე აბონენტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს. სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახსრებით განხორციელდა.

Visited 161 times, 1 visit(s) today