წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პროექტების მონიტორინგს იმერეთის რეგიონში განაგრძობს. ზურაბ ალავიძემ ამჯერად წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა.
წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდს ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ათეული წლის განმავლობაში, წყლის ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ამ ეტაპზე დასუფთავდა ტერიტორია, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები და რეზერვუარების მოწყობა.
კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.

Visited 164 times, 1 visit(s) today