წყალტუბოში გარეგანათების ახალი სისტემა მონტაჟდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქის ტერიტორიაზე გარეგანათების ახალი სისტემის – ლაზერული და დიოდური ნათების მონტაჟი მომდინარეობს. უკვე დასრულებულია ლორთქიფანიძის, ქუჩის, ავალიანის, წერეთლის და 26 მაისის ქუჩების გარეგანათების სამუშაოები. ა(ა)იპ „წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის“ უფროსის მამუკა ქუთათელაძის განცხადებით, გამოიცვალა 200-მდე გარეგანათების ნათურა და სხვადასხვა შემთხვევების დროს დაზიანებული ბოძები. „რამდენიმე დღეში დავიწყებთ 9 აპრილის ქუჩის გარეგანათების გამოცვლას, რომელიც დედა ენის ქუჩასა და თბილისის ქუჩას შეურთდება და მე-4 საჯარო სკოლამდე სრულიად განახლდება“ – აღნიშნავს მამუკა ქუთათელაძე. მისივე ინფორმაციით სულ მალე ტენდერი გამოცხადდება წყალტუბო-ქუთასის საავტომობილო გზის გარენაგათების ნათურებისა და დაზიანებული ბოძების გამოსაცვლელად, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი დაიხარჯება. წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზაზე თანამედროვე ტიპის ლაზერული ნათურები დამონტაჟდება რასაც გაცილებით დიდ ნათება აქვს და ეკონომიურია.

Visited 166 times, 1 visit(s) today