წყალტუბოში, დევნილთა დასახლებში საბავშვო ბაღი აშენდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წყალტუბოში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა. შესრულებულ სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ადგილზე გაეცნო. პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 7 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანსაც დევნილთა განსახლება, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

Visited 33 times, 1 visit(s) today