წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე 2 რვასართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მშენებლობის ადგილი მოინახულეს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ ახორციელებს.
სოზარ სუბარი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, წყალტუბოში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება.

Visited 233 times, 1 visit(s) today