წყარომ შემატყობინა, რომ ჩემს წინააღმდეგ აპირებენ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება იგეგმება. ამის შესახბ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა.

“კონფიდენციალურმა წყარომ გუშინ შემატყობინა, რომ აპირებენ ჩემს წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს, რამდენიმე წევრი და შიდაპოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და კიდევ გამოაჩენს მათ სახეს. ეს ჩემზე იქნება საჯარო ზეწოლა. რა კადრებიც არ უნდა იყოს ამის მიუხედავად, სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციით ხელმძღვანელობას და დიდი აზრი არ ექნება, ამიტომ ეს იქნება ძალიან პატარი ადამიანების პირადი შურისძიება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კადრები რომც გამოქვეყნდეს, სასამართლო გააგრძელებს თავისუფალ რეჟიმში მუშაობას.

Visited 249 times, 1 visit(s) today