წყნეთი-ბეთანიის გზის სავალი ნაწილის მონაკვეთი გამთენიისას ჩამოიშალა. როგორც prof-news-ს ვაკის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ძაგნიძემ განუცხადა, ჩამოშლიშლია დაახლოებით 5-10 კუბური მეტრის მოცულობა. მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებიან გამგეობის თანამშრომლები, გამგებლის მოადგილე და ვაკის გამგებელსაც ელოდებიან.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, დაიგეგმება პრევენციული ღონისძიებები, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. შემთხვევის ადგილზე ასევე ელოდებიან გეოლოგებსაც.
Visited 314 times, 1 visit(s) today