ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების – წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ დავით ლომიძემ, სამხარეო და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში გზის 1200 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები უკვე სარგებლობენ კეთილმოწყობილი გზით.