ჭალადიდში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად, ერთ კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 271500 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე დასაქმებულია 25 მუშახელი. პარალელურად, სოფელ საბაჟოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საბავშვო ბაღის გადახურვა მიმდინარეობს.

Visited 200 times, 1 visit(s) today