ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით პირველი განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მისი პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გააკეთა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრისკენ პირველ ნაბიჯს სჭირდებოდა, ბუნებრივია, რამდენიმეთვიანი დაგეგმვა. ეს მუშაობა დაიწყო რამდენიმე თვის წინ. როგორც მოგეხსენებათ, პირველი განცხადება ამის თაობაზე გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მისი პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე. მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება ეხებოდა სწორედ ჭარბვალიანობის პრობლემას, რაც არის სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე ყურადღება გაამახვილა მოგვიანებით პრემიერმინისტრმა, მთვარობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის წარმართვისას საქართველოს პარლამენტში.

„ახალი მთავრობა დამტკიცდა საქართველოში რამდენიმე თვის წინ. ჩვენ გვქონდა განხილვის პროცედურა პარლამენტში რამდენიმე თვის წინ და როდესაც პარლამენტი ნდობას უცხადებდა მთავრობის ახალ შემადგენლობას, ამ ნდობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახლდათ სწორედ ეს ინიციატივები. ამას, ბუნებრივია, სჭირდებოდა დრო. ჩვენი ამოცანა გახლდათ ამ ყველაფრის სრულყოფა წლის ბოლომდე, განხორციელება წლის ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ის, რომ დღეს ხდება ამ ინიციატივების საზოგადოებისთვის გაცნობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 121 times, 1 visit(s) today