ჭართალში საბავშვო ბაღი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ტერიტორიულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. შენობა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო სველი წერტილები, გაკეთდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ბაღი გათვლილია ერთ ჯგუფზე. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში 10 ადამიანი დასაქმდა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით საბავშვო ბაღი ჭართლის ტერიტორიული ერთეულის 11 სოფელს მოემსახურება და სოფლად მოსახლეობის დაბრუნების კიდევ ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი გახდება.

Visited 176 times, 1 visit(s) today