ჭართლის ამბულატორიას მედიკამენტები გადაეცა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურისა და დუშეთის რაიონის ინვალიდთა კავშირის ორგანიზებით, ჭართლის ამბულატორიას 19 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტი გადაეცა. აღნიშნულ პროცესს ასევე ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ჩიტაური და მერის წარმომადგენელი ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჩიტაური.

Visited 144 times, 1 visit(s) today