ჭიათურაში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურაში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოძღვრებმა,მამა ამირან მოდებაძემ და მამა გიორგი წერეთელმა,პარაკლისი გადაუხადეს.
1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.

Visited 33 times, 1 visit(s) today