ჭიათურაში კოოპერატივი ,,ქვევრის სახლი” გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში ევროკავშირის მხარდაჭერითა და ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის “Mercy Corps“ დახმარებით, ღვინის ქვევრის მწარმოებელი კოოპერატივი „ქვევრის სახლი “გაიხსნა. კოოპერატივმა,სადაც 4 ადამიანია გაერთიანებული 32 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. კოოპერატივის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან ჩხაიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე,პროგრამის ხელმძღვანელები და მეღვინეები ესწრებოდნენ. ,,ბოლო პერიოდში იმერეთის მხარეში არაერთი კოოპერატივი გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს არის საუკეთესო საშუალება განვითარდეს სოფლის მეურნეობა და დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა”-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.

Visited 169 times, 1 visit(s) today