ჭიათურაში, მაღაროელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, მაღაროელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
საზეიმო აქტივობები ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალურად მაღაროელების შვილებისთვის გასართობ ზონაში საბავშვო ღონისძიებები მოეწყო. მათ შორის: ანიმატორების სკეტჩები, ქიმიური და ცეცხლოვანი შოუ, ასევე ბავშვებს შესაძლებლობა ქონდათ, მათთვის მოწყობილ ფოტო-კუთხეში სამახსოვრო სურათები გადაეღოთ ანიმატორებთან ერთად და სხვადასხვა გათამაშებებშიც მიეღოთ მონაწილეობა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, 17 წარმატებული მაღაროელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, დეპუტატმა სულხან მახათაძემ, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და კომპანიის წარმომადგენლებმა, მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ჭიათურელი მსმენელის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი და ცნობილი ქართველი მომღერლები: ქეთი გაბისიანი, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი „ფორტე“ წარდგნენ. მაღაროელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

Visited 88 times, 1 visit(s) today