ჭიათურაში საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურაში, 27-ე სპორტულ სკოლასთან არსებულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
რეაბილიტაციის შედეგად სპორტული ობიექტი სრულად განახლდა. საჭიდაო დარბაზში არსებული ძველი იატაკი ახლით შეიცვალა, მოეწყო სველი წერტილი, რეაბილიტირებულ იქნა გასახდელი, სრულად შეკეთდა და შეიღება კედლები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. რეაბილიტირებული საჭიდაო დარბაზი დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამჟამად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარბაზში 6-დან 19 წლამდე ასაკის 50-ზე მეტი მოზარდი ვარჯიშობს. საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ინდ.მეწარმე დავით ცერცვაძემ შეასრულა.
პროექტის სრული ღირებულება 46 829 ლარია.

Visited 91 times, 1 visit(s) today