ჭიათურაში უძველესი საერო სახალხო დღესასწაული -„თემობა 2022“ გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურაში უძველესი საერო სახალხო დღესასწაული -„თემობა 2022“ გაიმართა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში უძველესი სახალხო დღესასწაული -„თემობა 2022″ გაიმართა. სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ღონისძიების ფარგლებში,ტრადიციულად გაიმართა შეჯიბრი დოღში, ჭიდაობასა და ბაგირის გადაზიდვაში. ასევე შედგა საბავშვო მუსიკალური ფესტივალი, მოეწყო ატრაქციონი. საღამო სოფელ თვალუეთში გამარჯვებულების დაჯილდოებით და კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის მოადგილეები გიორგი ბიწაძე, დავით ბიწაძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საოპერაციო საქმიანობის კოორდინატორთან ჯემალ ხარაიშვილთან და მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან ერთად, შეჯიბრში გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეების ფულადი პრიზებით დაჯილდოება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. ღია ცის ქვეშ შეკრებილების წინაშე ქართული ესტრადის წარმომადგენლები, ცნობილი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი,მომღერლები: ნეკა სებისკვერაძე, ცისანა სეფიაშვილი, დავით არჩვაძე, ქეთი წიკლაური, კვარტეტი „ჭიათურა“ და სხვა შემსრულებლები წარსდგნენ. თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. სახალხო დღესასწაული 2013 წელს მალხაზ და ირაკლი ბიწაძეების ინიციატივით აღდგა და მას შემდეგ “ჯორჯიან მანგანეზისა” და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ყოველწლიურად იმართება.

Visited 45 times, 1 visit(s) today