ჭიათურაში, ცნობილი ფეხბურთელის და მწვრთნელის მიხეილ კიპაროიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ჭიათურაში, ქუთაისის ქუჩაზე, ცნობილი ჭიათურელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის მიხეილ კიპაროიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ფეხბურთელის შვილთან ერთად გახსნა. ცერემონიალს კიპაროიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

მიხეილ კიპაროიძე სხვადასხვა დროს თამაშობდა ჭიათურის “მაღაროელში“, უკრაინის კლუბ “კრიბას-კრივოიროგში“ და “ზუგდიდის დინამოში“. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მიხეილ კიპაროიძემ მუშაობა მწვრთნელის პოზიციაზე განაგრძო. ის იყო ა ლიცენზიის მწვრთნელი, მუშაობდა ჭიათურის მაღაროელის მთავარ მწვრთნელად,ხოლო ბოლო პერიოდში -„ჩიხურას“ აკადემიაში ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელად. მიხეილ კიპაროიძე 2019 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Visited 94 times, 1 visit(s) today