ჭიათურაში ხუთი სოფლის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება განახლდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურა-ზოდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოასფალტებითი სამუშაოები განახლდა. მიმდინარე წელს სოფელ ზოდის მიმართულებით ასფალტის საფარის დაგება 3 კილომეტრსა და 300 მეტრზე მოხდება. მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან და შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა, ვითარებას ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.
ჭიათურა-ზოდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მოასფალტება ჭიათურის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს დაიწყო. პროექტი გარდამავალია და 2017 წელს დასრულდება. აღნიშნული საავტომობილო გზით ხუთი სოფლის: ზოდის, დარკვეთის მოხოროთუბნის, ზედუბნისა და პატარა ზოდის მოსახლეობა სარგებლობს.
გასული წლის მსგავსად გზის მოასფალტებით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

Visited 172 times, 1 visit(s) today