ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი შესრულება – ეს იყო მთავარი თემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს გამართულ თათბირზე. თათბირს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე უძღვებოდა და გამგეობის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ყველა მიმდინარე პროექტი განიხილა. გამგებელმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონალური განვითარების ფონდიდან განსახორციელები პროექტების მიმდინარეობაზე გაამახვილა და დაწვრილებითი ინფორმაცია მოისმინა თითოეული პროექტის შესრულების შესახებ. თათბირის ბოლოს ზურაბ კუპატაძემ სამსახურის უფროსებს დავალებები მისცა და წარმატებული სამუშაო კვირა უსურვა.
დღესვე, ჭიათურის გამგებელი მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყველა აქტუალური საკითხის განხილვა მოხდა.

Visited 150 times, 1 visit(s) today