ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის კონცეფცია განიხილეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, პირველ მოადგილესთან კობა არაბულთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ეროვნული მუზეუმისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დუშეთში, ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის კონცეფცია განიხილა. ისტორიული მნიშვნელობის ციხე-დარბაზის აღდგენითი სამუშაოები, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური და ეროვნული მუზეუმის კონცეფციების თანხვედრის შემდეგ დაიწყება. საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ, ერთიანი კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად, 10 დღის ვადაში, სამხარეო ადმინსტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

Visited 288 times, 1 visit(s) today