ჭირნახულისა და მაისურაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამგორის რაიონში, ჭირნახულისა და მაისურაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. გასუფთავდა ტერიტორია, მოიჭრა გამხმარი ხეები, შეიღება გარე განათების ბოძები. გარდა ამისა, გამოიცვალა ცენტრალური წყლის მილი და შეიცვალა დაზიანებული წყალსადენის ქსელი. მაისურაძის ქუჩაზე 17639 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო, ჭირნახულის ქუჩაზე კი 14676 კვ.მ. „სამგორში საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. რამდენიმე ქუჩაზე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, იგეგმება სკვერებისა და მოედნების მოწყობა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გადავწყვიტოთ ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.

Visited 155 times, 1 visit(s) today