ჭკადუაშში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შეადგენს 4000 მეტრს, მისი სიგანე 5მეტრია. გზის აღნიშნული მონაკვეთი წლებია ამორტიზირებულ მდგომარეობაშია და მომხმარებლებისთვის როგორც, ფეხით მოსიარულეთათვის ასევე ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის გზა ქმნიდა ავარიების რისკს, მაღალი იყო გამონაბოლქვის მოცულობა.
გზის სარეაბილოტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება შეადგენს 429 999( ოთხას ოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს.

Visited 230 times, 1 visit(s) today