ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალი სოფლების საერთო კრებები ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალი სოფლების საერთო კრებები ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ:საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოებას პირადად გააცნეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ და მოისმინეს მოსახლეობის მოსაზრებები და საპროექტო წინადადებები. სოფლებში განსახორციელებლად დაგეგმილი პროექტები კი საერთო კრების წევრებმა ღია კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს.

Visited 104 times, 1 visit(s) today