ჭუბერში გაწმენდით სამუშოებში გურიიდან ჩასული მოხალისეები ჩაერთნენ.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭუბერში, სტიქიის ზონაში მყოფ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს და მოხალისეებს დღეს გურიის რეგიონიდან შეუერთდნენ. ახალგაზრდები ჰუმანიტარული ტვირთის დარგების პროცესში მონაწილეობენ. მოხალისეების ნაწილმა, მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაასუფთავეს.
მოხალისეები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას, მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმოამდგენლებს შეხვდნენ და მათგან უსაფრთხოების წესებისა და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

Visited 119 times, 1 visit(s) today