ჭუბერში, ხიდის მონტაჟი უკვე დასრულებულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა და ხიდის მონტაჟი უკვე დასრულებულია. დღეს, ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკა მეორე ნაპირზე გადავა და ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება. ამ ეტაპზე, ჭუბერში მობილიზიებულია 68 ერთეული ტექნიკა, საიდანაც 60 მუდმივად მუშაობს. მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე განისაზღვრა 5 ლოკაცია, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.

Visited 157 times, 1 visit(s) today