ხანძრის შედეგად დაზარალებულ კვინიკაძეების ოჯახს მუნიციპალიტეტის დახმარებით ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის სოციალური პროექტი, უსახლკარო პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა გრძელდება. პროექტის ფარგლებში დახმარება შორაპანში მცხოვრებ კვინიკაძეებს ოჯახს გაეწია, რომლებსაც სახლი 2012 წელს, ხანძრის შედეგად დაეწვათ. მუნიციპალიტეტის „უსახლკარო პირთა შემსწავლელი კომისიის“ – გადაწყვეტილებით დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად გამოიყო თანხა სამშენებლო მასალების შესაძენად. ამ ეტაპზე სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ოთახების კეთილმოწყობა მოხდება. მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ბარბაქაძე. სოციალური პროექტის თანახმად გასულ წელს 32 ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 142500 ლარი გამოიყო. 5 ოჯახს მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სამშენებლო მასალები შეუძინეს. კომისია მუშაობას აგრძელებს და წლის ბოლომდე სხვა უსახლკარო პირთა დახმარება მოხდება.

Visited 160 times, 1 visit(s) today