ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვნიდან მრელისის კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი, ამავე უბანში აღდგენილია გზა, რომლითაც იქამდე ისარგებლებს მოსახლეობა, ვიდრე დიდვაკე-ლეღვნის დამაკავშირებელი გზა არ აღდგება.
სტიქიის ზონაში მთელი ღამისა და დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე.
მხარისა და ადგილობრივი თვითმმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე ხვდებიან მოსახლეობას და პირადად ეცნობიან პრობლემებს. შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დააზარალა ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე. წაღებულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. დატბორილია მოსახლეობის კარ-მიდამო.
ამ ეტაპის მონაცემებით ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს.

Visited 222 times, 1 visit(s) today