ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობდა. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და პრინციპები, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, მოქალაქეთა თანამონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესებში და სხვა. პროექტს უძღვებოდა GIZ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მოწვეული ექსპერტი ლიზა სოფრომაძე. პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც დეტალურად აუხსნეს მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის კომპეტენციები და უფლებამოსილების განხორციელების გზები.
შეხვედრა ჩატარდა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით.