ხაშურის „ივერიის“ სტადიონის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ხაშურის „ივერიის“ სტადიონის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ძველი სტადიონის კონსტრუქციის დემონტაჟის სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო ნარჩენების გატანა.
სტადიონის დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად მიღებულ მეორად მასალებზე აუქციონი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ მუნიციპალიტეტს 68 000 ლარი გადაუხადა.

„თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად „ივერიის“ სტადიონზე მიმდინარე პროცესებს ეცნობოდა მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი. სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 6 183 407 ლარით განისაზღვრა. პროექტი ხაშურის სტადიონის სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის მოედნის, ტრიბუნების, დამხმარე ნაგებობების, განათებისა და ელექტროტაბლოს, ღობეებისა და პარკინგის მოწყობას და ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს.

Visited 273 times, 1 visit(s) today