ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „სააღმზრდელო დაწესებულებების საბავშვო ბაღების გაერთიანება“ მუდმივად ზრუნავენ მომავალ თაობებზე

08/04/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „სააღმზრდელო დაწესებულებების საბავშვო ბაღების გაერთიანება“ მუდმივად ზრუნავენ მომავალ თაობებზე. მნიშვნელოვანია, რომ დღეისთვის მუნიციპალიტეტს ემსახურება სრულად რეაბილიტირებული 18 საბავშვო ბაღი.ამ დღეებში კი გაერთიანებამ, ყველა საბავშვო ბაღისთვის, ტენდერის ფარგლებში, ჯამში 59 ჯგუფისთვის, 11 სახეობის ახალი სათამაშოები შეიძინა. ასევე, ავეჯით და ჭურჭლით მომარაგდა მინისტარის დასახლებაში მდებარე #8 საბავშვო ბაღი.

„სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის უახლესი ინვენტარის შეძენა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება, რათა ბაღის აღსაზრდელებისთვის სწავლა-განვითარების პროცესი უფრო მეტად სასიამოვნო გავხადოთ“.-აღნიშნა „სააღმზრდელო დაწესებულებების, საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორმა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0