ხაშურის მუნიციპალიტეტისგან სააღდგომო დახმარებას 697 ოჯახი მიიღებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს (25 მარტის მდგომარეობით, სარეიტინგო ქულით 20 000-მდე) საკვები პროდუქტები გადაეცემათ. მუნიციპალიტეტისგან სააღდგომო დახმარებას 697 ოჯახი მიიღებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 563 ლარი დაიხარჯება. ხვალიდან, სააღდგომო დახმარების აქცია მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდება. პროდუქტის გაცემა იწარმოებს ხაშურის ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან.

Visited 125 times, 1 visit(s) today