ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში გზის მოასფალტების სამუშაოები გრძელდება. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი, მათი განმარტებით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
მოასფალტებული 2 400 გრძივი მეტრი გზით, 1 500 ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს, რაც მათ
საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს. პროექტი ჯამში 1 409 614 ლარს ითვლის და ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.
Visited 93 times, 1 visit(s) today