ხაშურის მუნიციპალიტეტის და შიდა ქართლის მედიის წარმომადგენელთათვის ტრენინგი გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურში, ბანას მშენებარე სამონასტრო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში, ხაშურის მუნიციპალიტეტის და შიდა ქართლის მედიის წარმომადგენელთათვის გაიმართა ტრენინგი: “ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში”. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართულებით. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მონაწილეობითი ბიუჯეტის საინფორმაციო მხარდაჭერის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო სამსახურებისა და მედიის ურთიერთობის ფორმებსაც. ტრენინგი, რომელსაც თვითმმართველობის საკითხთა ექსპერტები მაგდა პოპიაშვილი და ირაკლი მელაშვილი უძღვებოდნენ, განახორციელა საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში.

Visited 98 times, 1 visit(s) today