ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შევიკავოთ უპასუხისმგებლო ქმედებებისგან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ქვიშხეთში, ჯერჯერობით დაუდგენელი პირის მიერ, განხორციელდა დაკეტილი სარწყავი არხის ფარის თვითნებურად გახსნა, რამაც ხაშურში, გორგასლის ქუჩაზე წყლის ადიდება გამოიწვია. ფაქტს, საქართველოს მელიორაციის სამსახურის მხრიდან, მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და მოხდა პრობლემის მყისიერად აღმოფხვრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შევიკავოთ უპასუხისმგებლო ქმედებებისგან და შექმნილი ვითარების პერიოდში, სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებისგან.

Visited 115 times, 1 visit(s) today