ხაშურის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 2017 წლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მიიღეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 2017 წლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მიიღეს.
მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა. მან მედალოსნებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე, პირველი საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე საბა ჭავჭავაძე და ხაშურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები.
მედლებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას უძღვებოდა ხაშურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე, რომელმაც გარდა მედალოსნებისა, მის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით დააჯილდოვა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გელაშვილი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მიერ ინიცირებულ ესსეების კონკურსში „მიწერე გმირს“ გამარჯვებისთვის. კონკურსი ეძღვნებოდა ქართველი გმირის – არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში 15 კურსდამთავრებულს ვერცხლის, ხოლო 61 კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადაეცათ.

Visited 138 times, 1 visit(s) today