ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, 8 მარტი- ქალთა საერთაშორისო დღე, ხაშურის სამედიცინო ცენტრებში დასაქმებულ ქალბატონებს ტკბილეულით და ყვავილებით მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გურასპაშვილმა ქალბატონებს ბედნიერება, წარმატება უსურვა და საზოგადოებაში ქალის როლის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მხრიდან, სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებისთვის 8 მარტის მილოცვა, ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მათ წახალისებას ემსახურება.
ამჯერად კი მერიის თანამშრომლები მერაბ მათიაშვილის სახელობის ხაშურის ცენტრალური კლინიკისა და „გორიმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს სტუმრები იყვნენ.