ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რათა ხელი შეეწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას.

„მომავალი თაობა აქტიურად სარგებლობს მინი სტადიონებით და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ. სასიხარულოა, რომ ხაშურს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სპორტული კომპლექსი, სადაც ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანი ჩემპიონატები იმართება. ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტი აფინანსებს სპორტულ წრეებსაც და ყველა მსურველის კარი ღიაა. სულ მალე დავიწყებთ ხაშურში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ტაბიძის ქუჩაზე და ვეფხვაძეების უბანში მინი სტადიონების მოწყობასაც, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა ახალსოფელში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს აკვირდებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი და მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მხარდაჭერით
ხორციელდება და ჯამში 46 629 ლარს ითვლის.

Visited 222 times, 1 visit(s) today