ხაშურის მუნიციპალიტეტი, დღეს, 20 სექტემბერს, შეუერთდა კამპანიას „შევინარჩუნოთ საქართველო სუფთად.“
აქციის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ა(ა)იპ ორგანიზაციებისა და მოხალისე მოქალაქეების ჩართულობით ჩატარდა, დასუფთავდა ყოფილი აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია. კამპანია ქვეყნის მასშტაბით, 1000- მდე ლოკაციას მოიცავდა. ხაშურის მუნიციპალიტეტში კი აქციის ორგანიზატორი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება იყო.
Visited 114 times, 1 visit(s) today