ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს, 4 თებერვალს, სოფლებში: დიდ სატივეში, პატარა სატივეში და აგარებში მოსახლეობას ხვდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი და გომის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი რეზო კაპანაძე. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობის აზრი მოისმინეს. პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: დიდ სატივეში მოსახლეობამ სააღმზრდელო დაწესებულების შენობის ნაწილის და გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა მიიჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად, პატარა სატივეში წყლის სისტემის მოწესრიგება, აგარებში- გარე განათების სისტემებისა და საჯარო სკოლის ეზოში ატრაქციონების მოწყობა. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.