ხაშურის მუნიციპალიტეტში, კრებებზე მოსახლეობამ იმსჯელა სოფლებისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრის შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს ხცისისა და წრომის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ხცისში, კრისხევში, მიწობში, წრომში, ახალშენში, დიდსა და პატარა ყელეთში, იმერლიანთკარსა და ნადარბაზევში გამართულ სოფლის კრებებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ლალიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – წრომის მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ მურჯიკნელი, მერის წარმომადგენლები ხცისისა და წრომის ადმინისტრაციულ ერთეულებში ზაზა ჯიქურაშვილი და გურამ ბერაძე დაესწრნენ.
კრებებზე მოსახლეობამ იმსჯელა სოფლებისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრის შესახებ. სოფელ კრისხევში პრიორიტეტად წყლის სისტემის მოწესრიგება დასახელდა, ხცისში მოსახელობის უმრავლესობამ მხარი სკვერის მოწყობას დაუჭირა, სოფელ წრომში სოფლის კრების გადაწყვეტილებით პრიორიტეტულ საკითხად მინი სტადიონის მოწყობა ჩაითვალა, დიდსა და პატარა ყელეთში მოქალაქეებმა გაერთიანებული თანხით სოფლამდე მისასვლელი გზის რთული მონაკვეთების ბეტონის საფარით მოწყობა გადაწყვიტეს, ნადარბაზევში შიდა გზების მოწესრიგებას დაუჭირეს მხარი, იმერლიანთკარში – წყლის რეზერვუარისა და შიდა ქსელის მოწყობას. მიწისქვეშა დახურული სანიაღვრე ქსელის მოწყობა გადაწყდა ახალშენში. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

Visited 161 times, 1 visit(s) today