ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო. პროდუქტების განაწილების პროცესს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ცერცვაძე ხელმძღვანელობენ. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური სასადილოს ის ბენეფიციარები, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, კერძოდ, შშმ პირები, ხანდაზმულები, და სხვა რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მათთვის განკუთვნილ ულუფას, ყოველდღიურად სახლში მიიღებენ. ამ ეტაპზე ხაშურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მომსახურებით 50-მდე ოჯახი სარგებლობს. მათთვის საკვების მიწოდებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

Visited 85 times, 1 visit(s) today