ხაშურის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა ხაშურში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ და სოფელ ნაბახტევში მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ხაშურში, გორგასალის ქუჩის მიმდებარედ დაგეგმილია მინი სტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 92 986 ლარს შეადგენს. სამუშოების დასრულების შემდეგ, სპორტული ინფრასტრუქტურით 700-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. თანადაფინანსებით ხორციელდება სოფელ ნაბახტევში მინი სტადიონის მოწყობის 75 638 ლარის ღირებულების სამუშაოები. მინი სტადიონი 400-ზე მეტ ადგილობრივსა და სოფლის სტუმარს მოემსახურება. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას ემსახურება.

Visited 82 times, 1 visit(s) today